კრიშტიანუ რონალდუს უნიკალური შედეგი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საუდის არაბეთის უმაღლეს ლიგაში ალ-ნასრი ალ ფატეჰს დაუპირისპირდა და 5:1 გაიმარჯვა.
ალ-ნასრის გამარჯვებაში ლომის წილი კრიშტიანუ რონალდუმ დაიდო, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ალ ფატეჰთან გატანილი ულამაზესი გოლი, რონალდუსთვის საიუბილეო აღმოჩნდა. 40 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მე-800 საკლუბო გოლი გაიტანა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა.