კოტე მახარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი 13-15 ოქტომბერს გაიმართება
13-15 ოქტომბერს, ბათუმში, belive-ის მედიაპარტნიორობით კოტე მახარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო მედიატურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოს გარდა 8 ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც აღვნიშნეთ, belive კოტე მახარაძის მემორიალური საერთაშორისო ტურნირის მედიაპარტნიორია - შესაბამისად, ჩვენს პლატფორმებზე ღონისძიებასთან დაკავშირებით ექსკლუზიური სიახლეები და საინტერესო ამბები აქტიურად განთავსდება.
კოტე მახარაძის მემორიალურ მე-8 საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, რუმინეთის, თურქეთის, ეგვიპტისა და ყაზახეთის მედიანაკრებები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირები ევროპის მასშტაბით არაერთი ეწყობა და საქართველოს მედიანაკრები შედეგების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია.
რაც შეეხება კოტე მახარაძის მემორიალურ ტურნირს - საქართველო 2-გზის გამარჯვებულია, სხვადასხვა წლებში კი უკრაინის, რუმინეთის, სომხეთისა და მოლდოვის მედიანაკრებებმა შეძლეს მოგება. წელს განსაკუთრებული გარემოებაა, რადგან კოტე მახარაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება და ამ მხრივ, ტურნირზე სიახლეებიცაა. კერძოდ, ორი დებიუტანტი (ისრაელი და ეგვიპტე) მიიღებს მონაწილეობას, რაც ტურნირის გეოგრაფიას კიდევ უფრო აფართოვებს და უკვე 3 კონტინენტს მოიცავს.