კორინთიასმა დეპაი გუნდიდან მოულოდნელად გაუშვა - მემფისი ძალიან გაბრაზებულია
ნიდერლანდელი თავდამსხმელი მემფის დეპაი კორინთიანსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ უკიდურესად განარისხა. ბრაზილიურმა გრანდმა 32 წლის ვარსკვლავთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოულოდნელად უარი თქვა, რის გამოც ბარსელონას ყოფილი ფორვარდი ისევ თავისუფალი აგენტი გახდა.
დეპაის თქმით, კლუბთან ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გაფორმებაზე სრული შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, თუმცა ბრაზილიელებმა პირობა ცალმხრივად დაარღვიეს - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ემოციურ განცხადებაში დეპაიმ კლუბის ხელმძღვანელობა ღალატში დაადანაშაულა.
„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმის წაკითხვით, რომ კორინთიანსმა არ სცა პიატივი ჩვენს შეთანხმებას კონტრაქტის 2 წლით გაგრძელებაზე. ამ განახლებაზე მკაფიო თანხმობა განაცხადეს როგორც კლუბის პრეზიდენტმა, ისე სპორტულმა, იურიდიულმა და ფინანსურმა დეპარტამენტებმა
თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვალდებულების დარღვევა გადაწყვიტა. ეს სიტუაცია არ მინდოდა და კლუბს ყოველთვის პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა იძულებული ვარ მკაცრად გავცე პასუხი ჩემი ინტერესების დასაცავად. ამ მიუღებელ საქციელს უპასუხოდ არ დავტოვებ." - მემფის დეპაი
Nota oficial
— Corinthians (@Corinthians) August 11, 2026
O Sport Club Corinthians Paulista decidiu não renovar o contrato do atleta Memphis Depay. Esta decisão foi tomada única e exclusivamente em consideração à saúde financeira da nossa instituição, que demanda um rigoroso equilíbrio e responsabilidade na gestão dos… pic.twitter.com/6HWAU6UJut
თავის მხრივ, კორინთიანსმა ვრცელი განცხადება გავრცელა, სადაც თანამშრომლობის შეწყვეტის მთავარ მიზეზად ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება დასახელდა. კლუბის განმარტებით, არსებული ეკონომიკური ვითარება საშუალებას არ აძლევთ, მაღალი დონის ვარსკვლავის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რაც მათ ბიუჯეტს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ბრაზილიელებმა დეპაის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურება სწორედ განსაკუთრებული სტატუსის მქონე ფეხბურთელთან დიალოგით იყო განპირობებული.
2024 წელს კორინთიასში გამოჩენის შემდეგ, დეპაიმ გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. მცირე ტრავმების მიუხედავად, ნიდერლანდელმა კორინთიანსს 3 ტიტულის მოგებაში, მათ შორის ბრაზილიის თასის აღებაში დაეხმარა. მისმა სადებიუტო 9-მატჩიანმა მოგებათა სერიამ კლუბის სეზონი სრულიად გარდაქმნა, თუმცა ეს ისტორია მხარეებს შორის სერიოზული სკანდალითა და დაპირისპირებით დასრულდა.