Belive

კოლოსალური თანხა ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ - ლივერპულის მორიგი მეგატრანსფერი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპული სატრანსფერო ბაზარზე მორიგი სოლიდური გარიგების განხორციელების ზღვარზეა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდი 20 წლის ჟერემი ჟაკეს კოლოსალურ ფასად ყიდულობს.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ლივერპულსა და 20-წლის ცენტრალურ მცველს შორის კონტრაქტის პერსონალური დეტალები უკვე შეთანხმებულია. რომანო ასევე ამტკიცებს, რომ მერსისაიდელები სატრანსფერო ღირებულების შესახებ რენსაც შეუთანხმდნენ.

მერსისაიდული გრანდი ჟერემი ჟაკეს სანაცვლოდ, 60 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 10 მილიონი დაემატება. ცენტრალური მცველი პრემიერ ლიგის გრანდს ზაფხულში შეუერთდება

ბრიტანულ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟაკე არაა ერთადერთი მცველი, რომელსაც ლივერპული შეიძენს. სულ უფრო მეტი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ მერსისაიდელები ზაფხულში ტოტენჰემის მიკი ვან დე ვენს შეიძენენ.

რაც შეეხება 20 წლის ჟერემი ჟაკეს - ახალგაზრდა ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა 2025/26 წლების სეზონში რენის მაისური 18 მატჩში მოირგო. ჟაკემ 2022 წლიდან საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების რიგებში ითამაშა.

სხვა სტატიები