Belive

ხორვატიის ნაკრებში სლავენ ბილიჩი დაბრუნდა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ზლატკო დალიჩის წასვლის შემდეგ, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ვესტ ჰემის ყოფილი დამრიგებელი, სლავენ ბილიჩი დაინიშნა. ბილიჩი ნაკრებს 14-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. თავისი პირველი, 6-წლიანი სამწვრთნელო ციკლის განმავლობაში მან გუნდს 65 მატჩში უხელმძღვანელა.

ხორვატიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, თანამდებობა გასულ კვირას, 9-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

"ჩვენი ფეხბურთელების მიმართ სრული ნდობა მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობაა, მთელი ენერგია, ამბიცია და მონდომება იმას მოვახმარო, რომ ხორვატია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში დარჩეს. გულწრფელად მიხარია ამ გამოწვევის მიღება და სრულიად მზად ვარ. ახლა უფრო მოწიფული და გამოცდილი მწვრთნელი ვარ, ვიდრე 2006 წელს, თუმცა მოტივაცია და სურვილი უცვლელი მაქვს: მინდა, ხორვატია კვლავინდებურად ძლიერი, გაბედული და წარმატებული იყოს", - ამბობს სლავენ ბილიჩი.

კარიერის განმავლობაში სლავენ ბილიჩს ინგლისური გუნდები, ვესტ ჰემი, ვესტ ბრომვიჩი და უოტფორდი, რუსული მოსკოვის ლოკომოტივი, თურქული ბეშიქთაში, ჩინური ბეიჯინგ გუანი და საუდის არაბეთის ალ იტიჰადი და ალ ფატეჰი ჰყავს გაწვრთნილი.

2010 წელს, საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების (1:0) დროს, ხორვატიის ნაკრებს სწორედ სლავენ ბილიჩი წვრთნიდა.

სხვა სტატიები