Belive

კარიმ ბენზემა: "უსმან დემბელე დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და 2022 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა - კარიმ ბენზემამ, საკუთარი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელეა.

"დემბელესთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ჩემი აზრით, ჩვენ მასზე საკმარისად ბევრს არ ვსაუბრობთ, რაც ძალიან არასწორი მგონია.

ის სინამდვილეში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ არ ვამახვილებთ ყურადღებას მის საოცარ სეზონზე, რაც პსჟ-ში ჩაატარა.

მას ბევრი ტრავმა ჰქონდა, ბარსაში ფუჭად გატარებული დრო, მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და ამის შემდეგ რას აკეთებს - მიდის გუნდში, სადაც იგებს ყველა შესაძლო ტიტულს, თამაშობს წარმოუდგენლად საოცარ ფეხბურთს და ხდება ოქროს ბურთის გამარჯვებული. ასეთ ადამიანებსა და ფეხბურთელებზე გაცილებით მეტი უნდა ვისაუბროთ.

ზოგადად შედარებები არ მიყვარს, რადგან ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ, თუმცა მგონია, რომ იგი იამალსა და მბაპეზე უკეთესია დღესდღეისობით." - კარიმ ბენზემა

შეგახსენებთ, რომ დემბელემ 2025 წელს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. უსმანმა გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები