კაპელო: ,,ეს იტალიისთვის სირცხვილი და ტრაგედიაა''
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, MARCA-სთან ინტერვიუში, იტალიის ნაკრების ბოსნიასთან მარცხსა და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენაზე ისაუბრა:
„მთელი ღამე არ მიძინია, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რაც მოხდა... ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ ნაკრებზე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი ოთხჯერ აქვს მოგებული. ეს სპორტული ტრაგედიაა, სირცხვილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის, რაც იტალიურ ფეხბურთს მის უახლეს ისტორიაში გადახდენია.
აქ არავინ გადადგება და ეს ყველაზე მეტად მაშფოთებს. პირველი ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ფედერაციის პრეზიდენტია, მთელ მენეჯმენტთან ერთად. უნდა მოვიყვანოთ ექსპერტები, გავაანალიზოთ რა ხდება და რეკონსტრუქცია საძირკვლიდან დავიწყოთ. პრობლემა მხოლოდ შედეგებში არ არის, ის სისტემურია.
ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ, მჯერა, რომ რეალური განახლება დაიწყება. იტალიამ საკუთარი თავი ხელახლა უნდა აღმოაჩინოს.
იტალია გლოვობს... ასეთი საფეხბურთო ქვეყნისთვის ტურნირს მიღმა მესამედ დარჩენა ძალიან მძიმე გადასატანია.'' - ფაბიო კაპელო
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში იტალიის ეროვნული ნაკრები ბოსნიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
შედეგად, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონები ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებენ.
Fabio Capello was scathing in his assessment of Italy's World Cup play-off defeat.
— Football Italia (@footballitalia) April 1, 2026
The former Milan & Real Madrid coach called it 'A sporting tragedy, a disgrace.'
He added 'the most worrying thing' is 'nobody is resigning here.' pic.twitter.com/WzgXoA1q4Q