Belive

"ისინი ზოგჯერ მეც მაოცებენ" - ლუის დე ლა ფუენტე საკუთარ ფეხბურთელებზე

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, აღიარა, რომ მისი ფეხბურთელები მის მოლოდინებს აჭარბებენ. ესპანეთმა ერთა ლიგის მორიგი მატჩი მოიგო და ხორვატია 2:1 დაამარცხა. დე ლა ფუენტემ აღნიშნა, რომ ხორვატიის აგრესიული დაცვის წინააღმდეგ, მოთმინება გადამწყვეტი იყო. 65 წლის სპეციალისტმა განსაკუთრებით შეაქო მიკელ მერინო, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა და მეტოქეს ორი გოლი გუტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე ლა ფუენტემ საკუთარ ფეხბურთელებსა და მატჩზე ისაუბრა.

ეს ზუსტად ისეთი მატჩი იყო, როგორსაც ველოდით. ხორვატია ძლიერი და დიდი პრესტიჟის მქონდე გუნდია. მათ წინააღმდეგ ბოლომდე უნდა გვეთამაშა და თანდათან დაგვეღალა. მეორე ტაიმში სიტუაციას ვაკონტროლებდით. მიკელ მერინო თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ძალიან კარგად გრძნობს მატჩს. გოლების, მათ შორის, გადამწყვეტი გოლების გატანის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ გუნდისადმი მის დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვიყავი, რომ შეხვედრას შემოვატრიალებდით. ესპანეთის ნაკრებში ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ბრძოლას არასდროს წყვეტენ. უნდა ვაღიარო, რომ ისინი ზოგჯერ მეც მაოცებენ. - ლუის დე ლა ფუენტე

ამ გამარჯვებით, ესპანეთი ერთა ლიგის მეოთხედფინალში ვადაზე ადრე გავიდა. დე ლა ფუენტემ სრული თავდაჯერება გამოხატა თავისი გუნდის შესაძლებლობების მიმართ და აღნიშნა, რომ ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსის შესაბამისი მაღალი სტანდარტების შენარჩუნება შეუძლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთმა, ამ გამარჯვებით, თავისი ბრწყინვალე სვლა გააგრძელა. "ფურია როხას" უკვე 43 მატჩია, რაც არ წაუგია.

სხვა სტატიები