ირაკლი ეგოიანი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
ნიდერლანდების ერედივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრაში ექსელსიორმა ბრედა 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა დაფიქსირებულ შედეგში წვლილი შეიტანა და 31-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გოლი გაიტანა.
ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი თამაში დაუფასდა და Sofascore-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, სრულად თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:
მეკარე: სტაინ ვან გასელი (ექსელსიორი) - 9.4
მცველები: მატს როტსი (ტვენტე) - 8.6, რობინ პროპერი (ტვენტე) - 7.6, ანსელმო გარსია მაკნოლტი (ზვოლე) - 7.5, ბარტ ვან როაი (ტვენტე) - 7.7
ნახევარმცველები: რამიზ ზერუქი (ტვენტე) - 8.6, უსამა ტარგალინე (ფეინოორდი) - 8.1, ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი) - 8.1, ტიარონ ჩერი (ნაიმეგენი) - 8.1
თავდამსხმელები: ბრაიან ლინსენი (ნაიმეგენი) - 8.3, სემ ლამერსი (ტვენტე) - 8.8
ირაკლი ეგოიანი ექსელსიორს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, მან თავის ახალ გუნდთან ერთად უკვე 18 შეხვედრა ჩაატარა + 1 შეხვედრა ნიდერლანდების თასზე და ამ დროში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ერედივიზიონის ცხრილში ექსელსიორი ამჟამად 26 ქულით მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 თებერვალს ალკმაარის წინააღმდეგ გამართავს.