Belive

იბრაჰიმ ჰასანი: "არგენტინასთან მზადებისას, მწვრთნელს მესის სახელი საერთოდ არ უხსენებია"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხების შემდეგ, ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდნენ.

სამშობლოში დაბრუნებულმა, ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტამ - იბრაჰიმ ჰასანმა, არგენტინასთან მატჩის მზადებასა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა,

"„როდესაც მატჩისთვის ვემზადებოდით, მწვრთნელს მესის სახელი საერთოდ არ უხსენებია. ის ამბობდა „ნომერ მეათეს“, რადგან ფეხბურთელებს ეგრძნოთ, რომ ისიც ჩვეულებრივი მოთამაშეა და მისი არ შეშინებოდათ.

მის წინააღმდეგ თამაში დიდებული გრძნობა იყო - ის ნამდვილი საოცრებაა და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია." - იბრაჰიმ ჰასანი

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინის ნაკრებმა ეგვიპტე 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, 3:2 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე მოქმედი ჩემპიონების მეტოქე შვეიცარია იქნება, რომელმაც კოლუმბიას პენალტების სერიაში მოუგო.

სხვა სტატიები