ჰაიდენჰაიმი არ ნებდება - ბუდუს გუნდმა კიოლნი დაამარცხა
გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში კიოლნმა ჰაიდენჰაიმს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო ჰაიდენჰაიმისთვის, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და ბუდუს გუნდი ისევ ინარჩუნებს გადარჩენის შანსს.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. მართალია, შეწყდა ქართველის ზედიზედ 4-მატჩიანი გოლების სერია (სულ 5 გოლი, მათ შორის დუბლი ბაიერნთან), თუმცა ამ შეხვედრაში მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო.
ახლა ვოლფსბურგს, ჰაიდენჰაიმსა და ზანკტ პაულს 26 ქულა აქვთ და მათგან 2 პირდაპირ გავარდება ბუნდესლიგა 2-ში, ხოლო ის, ვინც მე-16 ადგილზე გავა, პლეი ოფის მეშვეობით, დარჩენის შანსს დაიტოვებს. ბოლო ტურში ზანკტ პაული სწორედ ვოლფსბურგს მიიღებს და უშეღავათო ბრძოლა გაიმართება, ხოლო ჰაიდენჰაიმი უმოტივაციო მაინცს უმასპინძლებს.
⏰ 90. + 6 Min.: Admin kann das alles nicht mehr! Wir holen 3 Punkte in Köln! 💪
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) May 10, 2026
🔴🔵 #KOEFCH | @mhp_de pic.twitter.com/XY991869Qn