გვარდიოლა: ,,1 თვის წინ დაიწერა, რომ, თითქოს, საუკეთესო თერთმეტეული დავასახელე, ეს კი არასდროს გამიკეთებია''
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა შეკითხვა ხელოვნური ინტელექტის შესახებ დაუსვა, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა უპასუხა:
,,ვერ ვიტყოდი, რომ საშიშია, რადგან მსოფლიოში ბევრი სხვა კატასტროფული რამ ხდება, მაგრამ შემხვედრია ChatGPT-ზე და სხვა პლატფორმებზე ჩემი სახელით დაწერილი განცხადებები და კომენტარები, რომლებიც მე არასდროს გამიკეთებია.
მაგალითად, მახსოვს, ერთი თვის წინ დაიწერა: „პეპმა კარიერის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.'' მე კი ეს არასდროს გამიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებ, რადგან დიდ პატივს ვცემ ყველა მოთამაშეს, ვინც მყოლია. თუმცა, ხალხმა დაიწყო ლაპარაკი - აი, პეპმა ეს ფეხბურთელი აირჩია და ის არაო...
რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რადგან საჯარო პირების სახელით ისეთი რამ ვრცელდება, რაც რეალურად არ გვითქვამს. მნიშვნელობა არ აქვს თემას, ავრცელებენ განცხადებებს, რომელიც არ არსებობს. ამას როგორ გააკონტროლებ? ეს არის დღევანდელი რეალობა - „ფეიქ-ნიუსები'' და დაუჯერებელი რაღაცები, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.
იგივე ChatGPT - გჭირდება გამოცდის ჩაბარება ან რაიმეს გაკეთება? შედიხარ, შენ ნაცვლად სხვა აკეთებს, შენ გონების განძრევა აღარ გიწევს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა იქნება მომავალში.'' - პეპ გვარდიოლა
დღეს მანჩესტერ სიტი კრისტალ პალასთან პრემიერლიგის გამოტოვებული, 31-ე ტურის შეხვედრას გამართავს.
ქალაქელები პირველადგილოსან არსენალს 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა გვარდიოლას გუნდის ანგარიშზე 1-ით ნაკლები მატჩია.
🎙️Pep Guardiola is not a fan of AI:
— Limitless Football (@lmts_football) May 13, 2026
"I saw in ChatGPT or other sites some statements and comments on Twitter that I never said."
"Of course I’m concerned. They put words in the mouth of a public figure and say a statement that you haven’t made."pic.twitter.com/npWyybEMau