გვადალახარას მწვრთნელი: ,,ჩემმა ქალიშვილებმა უკვე იამალის და პედრის მაისურები მთხოვეს''
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გვადალახარა დეპორტივოს მთავარმა მწვრთნელმა, პერე მარტიმ, ბარსელონასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი შვილები კატალონიური გუნდის ქომაგები არიან:
,,დაესწრებიან თუ არა მატჩს ჩემი ოჯახის წევრები? რა თქმა უნდა, მოვლენ... ჩემმა ქალიშვილებმა უკვე პედრისა და იამალის მაისურებიც მთხოვეს.
ბარსელონასთან შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ვერ ვუყურებ (მარტიმ წინა მატჩში წითელი ბარათი მიიღო), მაგრამ ჩემი ასისტენტი ქვემოთ იქნება და კონტაქტი გვექნება. ჩემმა ქალიშვილებმა გაძევების გამო გამკიცხეს, თუმცა ისინი ყოველთვის ქომაგობენ იმ გუნდს, რომელშიც ვმუშაობ.'' - პერე მარტი
ხვალ, კოპა დელ რეის 1/16-ფინალში, გვადალახარა ბარსელონას უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
პერე მარტის გუნდი ესპანეთის რანგით მე-3 ლიგაში ასპარეზობს.