Belive

გრინვუდი მოედნიდან გააძევეს, თუმცა ფენერბაჰჩემ თამაში მაინც 11 კაცით გააგრძელა

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფენერბაჰჩეს შემტევი, მეისონ გრინვუდი აზერბაიჯანულ ტურან თოვუზთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს, თუმცა მატჩი სრულიად მოულოდნელი სცენარით გაგრძელდა.

ინციდენტი პირველ ტაიმში მოხდა - შეხლა-შემოხლის შემდეგ, ინგლისელმა მეტოქეს ფეხი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათით დაისაჯა. თუმცა, ვინაიდან შეხვედრა ამხანაგური იყო, მსაჯმა, ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, ფენერბახჩეს თამაშის 11 კაცით გაგრძელების უფლება მისცა.

გრინვუდის ნაცვლად მოედანზე სხვა ფეხბურთელი შევიდა. საბოლოოდ კი მატჩი ფენერბაჰჩეს გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.