Belive

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის 23-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | Sofascore

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა ესპანიოლი 4:1 დაამარცხა. გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ. ჟორჟმა 35-ე წუთზე საოცარი დარტყმულით ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე ალბერტო მოლეიროზე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა ზოგადად ტურში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, თერთმეტეული Sofascore-მა შეადგინა:

მეკარე: დავიდ სორია (ხეტაფე) - 8.6

მცველები: კიკე სალასი (სევილია) - 8.2, ერიკ გარსია (ბარსელონა) - 8.1, დინ ჰაუსენი (რეალ მადრიდი) - 7.9

ნახევარმცველები: ლუის მილია (ხეტაფე) - 8.1, ალბერტო მოლეირო (ვილიარეალი) - 8.1, გორკა გურუზეტა (ატლეტიკ ბილბაო) - 9.1, მიგელ რომანი (სელტა) - 8.2, პეპე (ვილიარეალი) - 9.0

თავდამსხმელები: ინიაკი უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო) - 8.5, გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი) - 8.7

ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 45 ქულით მე-4 ადგილზეა (14 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 თებერვალს ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალის მაისური ყველა ტურნირის ეგიდით 26-ჯერ მოირგო, რა დროშიც 8 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები