ფროზინონე უშუალო კონკურენტთან დამარცხდა - გიორგი კვერნაძის შეფასება
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია B-ს 23-ე ტურის პრინციპულ მატჩში, ფროზინონე უშუალო კონკურენტ, ვენეციას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
ფროზინონეს ქართველმა შემტევმა, გიორგი კვერნაძემ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა საკუთარი კლუბი მარცხისგან ვერ იხსნა. კვერნაძემ მოედანზე 80 წუთი გაატარა.
სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა გიორგი კვერნაძის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:
Flashscore: 7.1
Sofascore: 8.1
ფროზინონე სერია B-ს მომდევნო ტურის მატჩს 11 თებერვალს, აველინოს წინააღმდეგ გამართავს.