Belive

ფრენკ რაიკაარდი ჩავის ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ემოციურად გამოეხმაურა

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩავი ერნანდესს, ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, მისმა ყოფილმა თავკაცმა, ფრენკ რაიკაარდმა მიულოცა. რაიკაარდს ჩავისთან, ხუთწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ვეტერანი ფეხბურთელი ბარსელონას 2003-2008 წლებში ხელმძღვანელობდა და ესპანელთან ერთად, 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ნიდერლანდული ფეხბურთის ლეგენდამ, თავის ყოფილ შეგირდს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"გამარჯობა ჩავი. ეს შესანიშნავი ამბავი და მშვენიერი სიურპრიზია. შენ დიდი ფეხბურთელი ხარ. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შესანიშნავი მწვრთნელიც გახდებოდი. შენში ეჭვი არასდროს შემპარვია და კარიერის ამ ახალ ეტაპზე, მთელი გულით წარმატებებს გისურვებ. წარმატებები მაესტრო" - თქვა რაიკაარდმა თავის ვიდეო მიმართვაში.

რაიკაარდის ემოციური მიმართვით, ჩავი ძალიან გახარებული იყო და თავის მხრივ, მასთან ერთად, ბარსელონაში, გატარებულ წარმატებულ პერიოდზეც ისაუბრა.

რაიკაარდი საოცარი მწვრთნელი და ადამიანია. მან დიდი თავდაჯერება შემმატა. მასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. მან ბარსელონას ბევრი ტიტული მოაგებინა. ესპანეთში მუშაობის პერიოდში, მან გუნდს, ბარსელონასთვის დამახასიათებელი სათამაშო ფილოსფია აპოვნინა. ფრენკს, როგორც მწვრთნელს და ადამიანს, ძალიან ვაფასებ. - ჩავი

ჩავიმ, საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ბევრი გამორჩეული ფეხბურთელისა და სპეციალისტის გვერდით ითამაშა. ახლა კი 46 წლის სპეციალისტი მზადაა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით, ნიდერლანდების ნაკრებს, წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.