ფინალისიმა 2026 | მატჩის ჩატარების ადგილი და თარიღი ცნობილია
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონების - ესპანეთისა და არგენტინის დაპირისპირება 2026 წლის 27 მარტს გაიმართება.
დღეს ისიც გაირკვა, რომ მატჩს უმასპინძლებს კატარის Lusail Stadium, სადაც არგენტინის ნაკრებმა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
ლუსაილის გარდა, კანდიდატთა შორის კიდევ რამდენიმე ქალაქი, მათ შორის მაიამი და ერ-რიადიც სახელდებოდა.
ფინალისიმას მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ეროვნული ნაკრებია - ალბისელესტემ 2022 წელს უემბლიზე იტალიას 3:0 მოუგო.
LA FINALISSIMA SE JUGARÁ EL 27 DE MARZO EN QATAR 🏆🇶🇦
— DAZN Fútbol (@DAZNFutbol) December 15, 2025
ℹ️ Esteban Edul#Finalissima pic.twitter.com/HPXrG07Gl7