ფიფას პრეზიდენტი ფეხბურთში რუსეთის დაბრუნების მომხრეა
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, რუსეთისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვა უნდა მოხსნას.
ფიფამ რუსეთს საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვა 2022 წლის თებერვალში, ქვეყნის უკრაინაში შეჭრისთანავე დაუწესა. აკრძალვა ძალაში დარჩა, თუმცა ახალგაზრდულ გუნდებს 2023 წლიდან შეუძლიათ შეჯიბრებებში მონაწილეობა.
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. მე აკრძალვებისა და ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ, რადგან ამას უფრო მეტი სიძულვილი მოაქვს. - განუცხადა ინფანტინომ Sky News-ს
ინფანტინო მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და დეკემბერში მას ახლადშექმნილი ფიფას მშვიდობის პრემია მიანიჭა.
ფიფამ ასევე გახსნა ოფისი ნიუ-იორკის ტრამპ თაუერში, ტრამპის ქალიშვილი ივანკა დაინიშნა განათლების საქველმოქმედო საბჭოში, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაყიდული ბილეთებიდან დაფინანსდება.
BREAKING: FIFA President Infantino says the Russia ban should be lifted: “We have to. Definitely.”
— Clash Report (@clashreport) February 2, 2026
He argues the ban “has not achieved anything” and only “created more frustration and hatred.”
Says letting Russians play would help “having girls and boys from Russia play in… pic.twitter.com/E7mpjQUO9R