Belive

ფერდინანდი: ,,23 წლის ასაკში ბელინგემის მსგავსი შედეგები არცერთ ლეგენდას არ ჰქონია''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ჯუდ ბელინგემის კარიერულ მიღწევებზე ისაუბრა და პარალელები ლეგენდარულ ნახევარმცველებთან გაავლო:

,,რას მიაღწია 23 წლის ასაკში ჯუდ ბელინგემმა სხვა ლეგენდებთან შედარებით?

სტივენ ჯერარდი ლივერპულის კაპიტანი გახდა. ფრენკ ლამპარდმა ჩელსისთან კონტრაქტი 23-ე დაბადების დღემდე სულ რაღაც ექვსი დღით ადრე გააფორმა.

ზინედინ ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 22 წლის ასაკში ჰქონდა, ხავი ბარსელონას საკვანძო მოთამაშე ხდებოდა და თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა 26 წლამდე არ მოუგია.

არ ვამბობ, რომ ბელინგემი რომელიმე ამ ფეხბურთელზე უკეთესია, რადგან მისი კარიერისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ 23 წლის ასაკში ბელინგემის მსგავსი შედეგები არცერთ ლეგენდას არ ჰქონია.” - რიო ფერდინანდი

მიმდინარე სეზონში ბელინგემის ანგარიშზე რეალის მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა,

ჯუდმა ამ სანაკრებო პაუზის პერიოდში 3 მატჩი ჩაატარა (2 ძირითადში), 1 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. დღეს ინგლისის ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს.