Belive

'ფეხბურთს ულამაზესი მანერით თამაშობს' - რას წერენ მედიაში კვარაცხელიას გოლზე?

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში პსჟ-მ მარსელს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. შესანიშნავი თამაში ჰქონდა უსმან დემბელეს, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა (კვარაცხელიაზე).

ნიუკასლთან მიღებული ტრავმის შემდეგ, კვარამ, სტრასბურთან თამაში გამოტოვა და მარსელთან შეხვედრაში (62-ე წუთზე შემოვიდა) გოლით დაბრუნდა - გოლი კი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ყველაფერი იდეალურია - ასეთი ბურთის ჰაერშივე დარტყმა ამაღლებული ფეხბურთია.

კვარაცხელიას ყოველთვის მყისიერი და რაც მთავარია, ხარისხიანი ეფექტი აქვს.

არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მან 2 კვირის წინ ნიუკასლის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, ტრავმა, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს 3 თვეს გამოატოვებინებდა. კვარაცხელია 10 დღეში დაბრუნდა, მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში გოლი გაიტანა - ეს სიგიჟეა.

რობერტო დე ძერბის სახის გამომეტყველება გვეუბნება, თუ როგორი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ.

აჰ, მარტივია ასეთი გოლის გატანა ვარჯიშზე - იმედია, ოფიციალურ შეხვედრაშიც გაიტანს.

ამ ულამაზეს თამაშს, თავადაც ულამაზესი მანერით თამაშობს.

როგორ მოვათვინიეროთ ციდან ჩამოვარდნილი ბურთი? შეხედეთ კვარას გოლს მარსელთან. - X-ზე სხვადასხვა გამოცემები კვარაცხელიას გოლს ეხმაურებიან

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში, კვარაცხელიას 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. პსჟ-ს 51 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და მეორეზე მყოფ ლანსს 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები