Belive

"ფეხბურთი ციხეა და მე მასში 15 წელი ვცხოვრობდი" - გრეგორი ვან დერ ვილი

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი გრეგორი ვან დერ ვილი, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთს ძალიან მკაცრად აკრიტიკებს. ნიდერლანდელი ამჟამად 38 წლისაა და 15 წელი პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობდა.

რას გასცემდით, რომ შიშის გარეშე გეთამაშათ?

მოედანზე გახვიდე და თავისუფლად ითამაშო ეს ძალიან რთულია, სპორტსმენების უმეტესობას ეს არასდროს უგრძვნია. ისინი მთელი კარიერის მანძილზე შიშით თამაშობენ.

ჩემი კარიერის არც ერთი წამით არ მიმიღია სიამოვნება, 16 ტიტული მოვიგე, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ, ვერც სიხარულს, ვერც სიამაყეს, ვერც შვებას, სრულიად ვერაფერს.

ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი, მიწევდა ნიღბის ტარება, ვერაფერს ვაკეთებდი და შორიდან ისე ჩანდა თითქოს ყველაფერი კონტროლის ქვეშ მქონდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. იმდენ ხანს ვატარებდი ამ ნიღაბს, რომ საბოლოოდ თავად ვიქეცი ნიღბად. რობოტი, რომელიც როლს ასრულებს არაფრის შეგრძნების გარეშე. თუ ამას გრძნობთ, ეს ნიღაბი არ გიცავს, ის გკლავთ. მოიხსენით!

სპორტსმენებს ყოველთვის ეშინიათ მატჩისშემდგომი რეაქციის, მათ ასევე ეშინიათ გულშემატკივრების განსჯისა და მედიის სათაურების, მათ საკუთარი აზრებისაც კი ეშინიათ.

და ისინი ამას ზეწოლას უწოდებენ - ისინი იტყვიან, რომ ეს უბრალოდ ფეხბურთია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ციხეა და მე მასში 15 წელი ვცხოვრობდი.

ძალიან შებოჭილი ვთამაშობდი, როდესაც თავისუფლად უნდა მეთამაშა. თავს ვიკავებდი როდესაც უნდა ავფეთქებულიყავი, საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა, როდესაც თავდაჯერებული უნდა ვყოფილიყავი. ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ ნიჭიერი არ ვიყავი, იმიტომ, რომ არასდროს მქონია საკუთარი თავის ნდობა და რომ შემეძლო საკუთარი ნიჭის სრულად გამოყენება.

საკუთარი თავის ვერსია, რომელიც შემეძლო ვყოფილიყავი? ის ჯერ კიდევ არსებობს, სადღაც, ის არასდროს გამოჩენილა. ეს ყველაფერი კვლავ მაწუხებს.

მაგრამ შენ? ჯერ კიდევ გაქვს დრო.

თქვენ გაქვთ დრო, განავითაროთ აზროვნება, რომელიც გაგათავისუფლებთ. თქვენ გაქვთ დრო, დახვეწოთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ყველა მატჩში უძლეველს გაგხდით.

ეს შინაგანი სამუშაო ძალიან მომთხოვნია, ეს ყველაზე რთული რამაა, რაც კი ოდესმე შეიძლება ცხოვრებაში გააკეთოთ და ეს ნამდვილად ერთადერთია, რამაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. - გრეგორი ვან დერ ვილი
View this post on Instagram

A post shared by Gregory van der Wiel | Champions Mindset™ (@gregoryvanderwiel)

გრეგორი ვან დერ ვილი დერბი კოლეჯის აკადემიის აღზრდილია, რის შემდეგაც 1996 წელს აიაქსისა და ჰაარლემის აკადემიები. საბოლოოდ მისი პროფესიონალური კარიერის დებიუტი ამსტერდამულ გრანდში შედგა, ამგვარად მან კარიერა 2006 წელს დაიწყო, 2012 წელს ის პსჟ-ში გადავიდა და იქ 4 წელი ითამაშა, შემდეგ იყო ფენერბაჰჩე კალიარი და საბოლოოდ კარიერა 2019 წელს ტორონტოში დაასრულა.

ვან დერ ვილს ნიდერლანდების U19 და U21 ნაკრებებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი 46 მატჩი აქვს ჩატარებული.