Belive

ევროპა ლიგის ტრიუმფატორმა ასტონ ვილაც გააჩემპიონა

11 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2025-26 წლის ევროპა ლიგის ფინალში, ასტონ ვილასა და ფრაიბურგის დაპირისპირება ვიხილეთ. როგორც ბევრი ელოდა, მატჩი ფავორიტის რანგში მყოფი ბირმინგემელების უპირატესობით წარიმართა. ვილანელებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და მალევე, მეტოქის კარს დამდენჯერმე დაემუქრნენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობები მათთვის წარუმატებლად დასრულდა, ტაიმის ბოლოს, უნაი ემერის შეგირდებმა, გოლების გატანა მაინც შეძლეს. 41-ე წუთზე იური ტილემანსისა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ემილიანო ბუენდიას ბრწყინვალე გოლების წყალობით, ასტონ ვილამ შეხვედრის პირველი ტაიმი, საკმაოდ დამაჯერებლად, 2-0 მოიგო.

ბირმინგემელების დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, რასაც მატჩის 58-ე წუთზე, ბრენდან როჯერსის მესამე გოლი მოჰყვა. საკმაოდ ახლოს იყოს ვილა მეოთხე გოლთანაც, რომ არა ემილიანო ბუენდიას არაზუსტი დარტყმა, რომლის შემდეგაც, ბურთი მეტოქის კარის ბადეს გარედან მოხვდა.

საპირისპირო ვითარება იყო მოწინააღმდეგე გუნდში, სადაც გერმანელები მთელი თამაშის განმავლობაში, შეტევაში, დიდად ვერაფრით გამოირჩეოდნენ. ფრაიბურგი ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე, არც თუ ისე სახიფათო მომენტს დასჯერდა. ასევე, აღსანიშნავია ემილიანო მარტინესის ფაქტორიც. არგენტინელი მეკარე ევროპა ლიგის ფინალს ტრამვირებული შეხვდა, როდესაც ერთ-ერთ ვარჯიშზე თითი მოიტეხა. მიუხედავად ამ დისკომფორტისა, მან თამაში მაინც შეძლო და რამდენიმე სეივიც შემოგვთავაზა.

„ემერიმ ვილა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ფეხბურთში ყოველთვის არის აღმასვლაც და დაღმასვლაც - ეს ამ თამაშის ბუნებაა. ვილამ საკმაოდ რთული პერიოდები გაიარა, მაგრამ ახლა ემერის წყალობით, ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს“. - მარკ ოლბრაიტონი

ასტონ ვილასთვის ეს პირველი ევროპული ტიტულია ბოლო 30 წლის განმავლობაში. უნაი ემერიმ კი აღნიშნული ტურნირი, კარიერაში, მეხუთედ მოიგო. აქამდე, მან ეს სევილიასთან ერთად ზედიზედ სამჯერ, 2014, 2015 და 2016 წლებში მოახერხა. ამის შემდეგ იყო 2021 წლის ევროპა ლიგის ჩემპიონობა ვილიარეალთან ერთად.

სხვა სტატიები