Belive

ესპანეთის თასზე ბარსელონას მატჩი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით გადაიდო

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის 1/16-ფინალური შეხვედრა გვადალახარასა და ბარსელონას შორის, რომელიც 00:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, 30 წუთით გვიან დაიწყება.

ესპანური მედიის ცნობით, მატჩის გადადების მიზეზი უსაფრთხოებას უკავშირდება. გვადალახარამ სპეციალურად ამ მატჩისთვის დამატებული ტრიბუნების უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.

გვადალახარას სტადიონი 6 000 მაყურებელზეა გათვლილი, დამატებული ტრიბუნებით კი ტევადობა 8 500-მდე გაიზარდა.

სხვა სტატიები