Belive

ერთგულებიდან ომამდე | ჟირონას უკრაინელმა ფეხბურთელებმა გუნდის პირადი მიმოწერები გაასაჯაროვეს

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

28 წლის უკრაინელმა გარემარბმა - ვიქტორ ციგანკოვმა ჟირონას დატოვების პროცესი კიდევ უფრო გამწვავა და დააჩქარა. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა გუნდის რიგებში თამაშზე უარი თქვა, სოციალურ ქსელში კლუბის შიდა 'WhatsApp' ჯგუფიდან მიმოწერები გამოაქვეყნა.

ფოტოზე ჩანს კლუბის პრესსამსახურის გაფრთხილება, სადაც მოთამაშეებს შეახსენებენ, რომ მედიასთან უნებართვო კონტაქტი და საჯარო განცხადებები სადისციპლინო სასჯელით ისჯება.

ამის საპასუხოდ, ციგანკოვმა პირზე აფარებული ხელის ემოჯი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოდესმე სიმართლეს აუცილებლად იტყვის. გავრცელებული ცნობებით, მის გზას მისი თანაგუნდელი და თანამემამულე - ვლადისლავ ვანატიც გაჰყვა, რომელმაც ასევე გაასაჯაროა კლუბთან პირადი მიმოწერა.

დღეს დილით ჟირონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ უკრაინელი ფეხბურთელის წინააღმდეგ, მისი უკანასკნელი ქმედებების გამო, სადისციპლინო წარმოება დაიწყო.

კატალონიურ კლუბს, რომელიც გასული სეზონის ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში (რანგით მეორე ლიგაში) დაქვეითდა, ციგანკოვის შენარჩუნება სურს, ვიდრე მას კონტრაქტი ამოეწურება. თავად ფეხბურთელს კი, რომელმაც გასულ სეზონში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, დაბალ ლიგაში თამაში არ სურს და კლუბიდან წასვლას ითხოვს.

ჟირონა ესპანეთის მეორე დივიზიონში დაქვეითდა, 28 წლის უკრაინელ ნაკრების წევრს მეორე ლიგაში თამაში არ სურს, მაღალ დონეზე ასპარეზობა გაგრძელება უნდა და სელტაში გადასვლას ცდილობს, თუმცა კლუბი არ უშვებს.

სხვა სტატიები