Belive

ენცო მარესკა: "ჯეკ გრილიში ითამაშებს თუ დაიმსახურებს. თუმცა წასასვლელად, მისთვის კარი ღიაა"

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ ჯეკ გრილიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელ ფეხბურთელს, სათამაშო დრო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ის ამას დაიმსახურებს. თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელის კლუბიდან წასვლის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

მანჩესტერ სიტი, გუშინ, ინგლისის სუპერ თასის მატჩში, არსენალთან, 3:0 დამარცხდა. გრილიში შეხვედრაში მეორე ტაიმის სტარტზევე ჩაერთო, როდესაც ჟერემი დოკუ შეცვალა. ეს გრილიშისთვის, სიტის მაისურით, გასული წლის შემდეგ, პირველი თამაში იყო. მოგეხსენებათ, ინგლისელი ფეხბურთელი, იჯარის წესით, ერთი სეზონი, ევერტონის ღირსებას იცავდა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ენცო მარესკამ ინგლისელ ფეხბურთელზე ისაუბრა.

ჯეკი მოედანზე მაშინ შემოვიდა, როდესაც უკვე 2:0-ს ვაგებდით. საკმაოდ რთული მატჩი იყო, მაგრამ მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ მან კარგად ითამაშა. გუნდში სათამაშო დროს მხოლოდ ის მოთამაშეები მიიღებენ, ვინც ამას დაიმსახურებს. რაც შეეხება გრილიშის მომავალს, ამ ეტაპზე, სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ვნახოთ, რა მოხდება. - განაცხადა მარესკამ

ჯერჯერობით, გრილიშის მომავალი უცნობია. ინგლისელი, მანჩესტერელთა რიგებს 2021 წელს შეუერთდა და გვარდიოლას ხელში, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურადაც იქცა. 2023 წლის ტრებლის მოგებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 2026 წლის დასაწყისში, ინგლისელმა ფეხის ტრამვა მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდი გამოტოვა. რამდენიმე თვით მოედნის მიღმა დარჩენამ, მის სათამაშო ფორმაზე უარყოფითად იმოქმედა. მას შემდეგ, რაც ინგლისელი იმავე დონეზე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე, არსებობს ალბათობა, რომ 30 წლის ფეხბურთელი, მომავალში, მანჩესტერელთა მიღმა აღმოჩნდეს.

სხვა სტატიები