ემილიანო მარტინესმა ფრაიბურგთან ფინალში მოტეხილი თითით ითამაშა
ასტონ ვილას მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, განაცხადა, რომ ევროპა ლიგის ფინალის წინ, მოთელვის დროს, თითი მოიტეხა.
როგორც ჩანს, ტრავმას არგენტინელისთვის ხელი არ შეუშლია - მან კარი მშრალად შეინახა და საკუთარ გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
,,ის, რასაც ამაღამ მივაღწიეთ, მშვენიერი იყო. ვამაყობ და ვგრძნობ, როგორ ვიზრდები ყოველი მატჩის შემდეგ.
დღეს მოთელვისას თითი მოვიტეხე, თუმცა ამაზე დიდად არ მინერვიულია. მანამდე თითი არასდროს მომიტეხავს. ეს, უბრალოდ, ისეთი რაღაცებია, რასაც თავი უნდა გაართვა.'' - ემილიანო მარტინესი
გახურებისას მარტინესი მოედნიდან გავიდა, რათა გუნდის სამედიცინო შტაბისგან დახმარება მიეღო, მატჩში კი გადახვეული თითით ითამაშა.
ევროპა ლიგის ფინალში ასტონ ვილამ ფრაიბურგი 3:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.
🚨 Emi Martínez: “Today I broke my finger during the warm-up and for me, every bad thing brings something good. I’ve done this my whole life and I’ll keep doing it.
— All About Argentina 🛎🇦🇷 (@AlbicelesteTalk) May 20, 2026
"Should I be worried? Well, I’ve never had a broken finger before. Every time I caught the ball, it went the other… pic.twitter.com/J9q3E2Rxe0