Belive

ელიოტ ანდერსონი: "ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს"

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, ელიოტ ანდერსონმა განაცხადა, რომ კლუბის გარშემო ფინანსური დარღვევების გამო აგორებული კამპანია და მკაცრი კრიტიკა, გუნდს კიდევ უფრო აძლიერებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, "ეტიჰადის" ბინადრებს, ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად, დამატებით მოტივაციას აძლევს.

პრემიერ ლიგის წინა ტურში, "ენფილდზე" ჩასულ მანჩესტერელებს, ლივერპულის ქომაგების მხრიდან, მწვავე შეძახილებისა და მუდმივი პრესინგის ფონზე უწევდათ თამაში. თუმცა ყველაფერი 62-ე წუთის შემდეგ შეიცვალა, როდესაც რაიან გრავენბერხმა ჟერემი დოკუს წინააღმდეგ წესები დაარღვია და მოედნიდან გააძევეს.

სიტიმ რიცხობრივი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და 13-წუთიან მონაკვეთში, მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. 65-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდის, 68-ე წუთზე ჟერემი დოკუსა და 78-ე წუთზე, რაიან შერკის გოლების წყალობით, მანჩესტერელებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და პრემიერ ლიგაში ბრწყინვალე სვლა შეინარჩუნეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ელიოტ ანდერსონმა საკუთარ გუნდზე კომენტარი გააკეთა.

ყველანი ძალიან შეკრულები ვართ. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს. ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვაძლიერებს. დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ მოედანზე გავიდეთ და მეტოქე დავამარცხოთ მაშინ, როდესაც ყველა ჩვენ წინააღმდეგაა. სწორედ ეს გავაკეთეთ. - ელიოტ ანდერსონი

სიტის, ამ გამარჯვებით, უკვე 18 ქულა დაუგროვდა და პრემიერ ლიგას წაუგებლად ლიდერობს. დღეს ენცო მარესკას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება, სადაც მისი მეტოქე პარი სენ-ჟერმენი იქნება.

სხვა სტატიები