"დროა ნორვეგიამ ფეხბურთში თავისი ადგილი დაიმკვიდროს" - ერლინგ ჰოლანდი
ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების მიღწევებითა და ფანტასტიკური თაობით ამაყობს. მას შემდეგ, რაც გუნდმა ბრაზილიის დამარცხება შეძლო და ინგლისს ღირსეული ბრძოლა გაუმართა, თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ ნორვეგიამ მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა და წინ დიდი წარმატებები ელის
ვფიქრობ, ამ ტურნირის შემდეგ ნორვეგია, ასე ვთქვათ, მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა. ახლა მთავარია ამ სტანდარტების შენარჩუნება. უზომოდ ამაყი ვარ.
დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, ბრაზილიის დამარცხება შესაძლებელია. საბოლოოდ ინგლისთან წავაგეთ, მაგრამ მათ ბრძოლა ვაიძულეთ. შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირადაც წარმართულიყო.
წინ კიდევ ბევრი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი გველოდება. ვფიქრობ, დროა, ნამდვილად დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი. ფანტასტიკური თაობა გვყავს. - ამბობს ერლინგი
🥹❤️🩹 Erling Haaland: "I think after this tournament, we’ve put Norway on the map, so to speak. Now it’s about maintaining those standards. I’m incredibly PROUD." 🇳🇴🗺️
— EuroFoot (@eurofootcom) July 13, 2026
"We proved that it’s possible to beat one of the biggest teams in the world, Brazil. We lost to England in the… pic.twitter.com/xqzbFKO6gh
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ მსოფლიო ჩემპიონატის 14-ფინალამდე მიაღწია. "ვიკინგები" დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ, თუმცა გულშემატკივრების სიმპათიები დაიმსახურეს.