Belive

დე ლა ფუენტე: "იამალს ყველაფერი წინ აქვს"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

იმ ფონზე, როდესაც ლამინე იამალი კლუბისა და ნაკრების რეკორდების გადაწერას განაგრძობს, ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე მაინც მიიჩნევს, რომ 18 წლის ვარსკვლავმა საკუთარი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოავლინა.

ეგვიპტესთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, დე ლა ფუენტემ იმ შთამბეჭდავ გზაზე ისაუბრა, რომელიც ახალგაზრდა შემტევმა ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩის შემდეგ გაიარა და აღნიშნა, რომ იამალის შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ წინ არის.

"იამალი გაცილებით უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე ორი წლის წინ იყო. თუმცა ჯერ კიდევ ვერ არის ისეთი დონის, როგორიც კიდევ ორი წლის შემდეგ იქნება“, - განუცხადა დე ლა ფუენტემ ჟურნალისტებს.

"ლამინი საოცრად სწრაფად პროგრესირებს, მისი კონტრიბუცია გუნდურ თამაშში ყოველდღიურად მზარდია. მიუხედავად ასეთი ახალგაზრდული ასაკისა, მისი ავტორიტეტი ნაკრებში სულ უფრო მატულობს. ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და მისი საუკეთესო ვერსია ჯერ არ გვინახავს.

რაც შეეხება ფიზიკურ კონდიციას - ის ფანტასტიკურ ფორმაშია", - აღნიშნა დე ლა ფუენტემ.

იამალი როგორც ბარსელონაში და ეროვნულ გუნდში გადატვირთული გრაფიკით თამაშობს. ამის ფონზე, ესპანელმა ჟურნალისტებმა დღის წესრიგში მისი გადაღლილობისა და ტრავმის რისკების საკითხი დააყენეს. დე ლა ფუენტეს მოსაზრებით, იამალმა საკლუბო ინტერესები ნაკრების საჭიროებებზე წინ არ უნდა დააყენოს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ახლოსაა.

"ძალიან კარგია, რომ ფეხბურთელებს თავიანთი კლუბი გულით უყვართ, მაგრამ მე ესპანეთის ნაკრებზე ვფიქრობ. მე ვიჩენ მათ მიმართ ემპათიას და მათგანაც იმავეს ვითხოვ. ბარსელონას ფეხბურთელები ზუსტად ისეთივე რისკის ქვეშ არიან, როგორიც რეალის, ატლეტიკოსა და სხვების", - განმარტა მან.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ლამინ იამალის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ შედგა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, 16 წლისა და 57 დღის ასაკში, იამალი ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე და გოლის ავტორი გახდა.

სხვა სტატიები