ჩირო იმობილე პარიზის ფეხბურთელია
ბოლონიაში შეზღუდული სათამაშო დროის გამო, ჩირო იმობილემ გადაწყვიტა, კარიერა საფრანგეთში, პარიზში გადასვლით გაეცოცხლებინა.
იტალიელი დედაქალაქურ კლუბს დღეს შეუერთდა და სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი (1-წლიანი გახანგრძლივების პუნქტით).
ჩირო ნამდვილი ლიდერია, თავდამსხმელი, რომელმაც კარიერის განმავლობაში უამრავი გოლი გაიტანა.
უპირველეს ყოვლისა, ის გუნდსა და კლუბს თავის უზარმაზარ გამოცდილებას, ხასიათსა და პიროვნებას მოუტანს. ის კლუბისთვის ნამდვილი აქტივია და ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ პარიზის მაისურით. - განაცხადა პარიზის სპორტულმა დირექტორმა, მარკო ნეპემ
𝐁𝐞𝐧𝐯𝐞𝐧𝐮𝐭𝐨 𝐂𝐢𝐫𝐨 👋
— Paris FC (@ParisFC) February 1, 2026
L’attaquant italien rejoint le Paris FC en provenance de Bologne 🤝
🔵⚪️ #CertifiéParis #ParisFC pic.twitter.com/SvHMReKZH5
ლაციოს 35 წლის ლეგენდამ, რომელმაც რამდენიმე დიდ კლუბში (მათ შორის იუვენტუსში, ბორუსია დორტმუნდსა და სევილიაში) ითამაშა, ბოლონიაში რთული ექვსთვიანი პერიოდი გაიარა, რაც ტრავმასა და შეზღუდულ სათამაშო დროს უკავშირდება. 2024/2025 წლებში ჩირო ბეშიქთაშში თამაშობდა და 17 გოლი გაიტანა. იმობილე იტალიასთან ერთად 2021 წლის ევროპის ჩემპიონია. ჩირო იმობილე ლაციოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - 207 გოლით.