Belive

"ჩელსი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია" - ხაბი ალონსო

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელად ხაბი ალონსო დაინიშნა, კლუბმა ამის შესახებ ინფორმაცია თავად გამოაცხადა. ესპანელი სპეციალისტი თავისი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შეუდგება და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მთავარ მწვრთნელად დანიშნვის შემდეგ ხაბი ალონსომ განცხადებაც გააკეთა:

ჩელსი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და უდიდესი სიამაყით მავსებს იმაზე ფიქრი, რომ ამ კლუბის მწვრთნელი ვიქნები.

მფლობელთა ჯგუფთან და სპორტულ ხელმძღვანელობასთან ჩემი საუბრებიდან ირკვევა, რომ ჩვენ ერთნაირ ამბიციას ვიზიარებთ. ჩვენ გვსურს შევქმნათ გუნდი, რომელიც შეძლებს უმაღლეს დონეზე თანმიმდევრულად კონკურენციას და ტიტულებისთვის ბრძოლას.

გუნდში დიდი ნიჭი და უზარმაზარი პოტენციალია და მისი ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ახლა ყურადღება გამახვილებულია შრომაზე, სწორი კულტურის შექმნასა და ტიტულების მოგებაზე. - ხაბი ალონსო

ხაბი ალონსომ საფეხბურთო კარიერა 2017 წელს მიუნხენის ბაიერნში დაასრულა, მას შემდეგ კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი. 2018 წლიდან 2019-მდე რეალ მადრიდის ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, 2019-დან 2022-მდე კი რეალ სოსიედადის ახალგაზრდულებში.

ამის შემდეგ კი ესპანელი სპეციალისტისთვის მთავარი ეტაპიც დადგა და 2022 წელს ლევერკუზენის მთავარ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მას გერმანულ გუნდში ფენომენალური პერიოდი ჰქონდა და ლევერკუზენს ისტორიაში ერთადერთი ბუნდესლიგა მოაგებინა (2023/24 წლებში), მათთან ერთად იმ სეზონში ასევე მოიგო გერმანიის თასი და ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. ხაბი ალონსომ მომდევნო წელს გერმანიის სუპერთასიც მოიგო. ის გერმანულ გუნდში 2025 წლამდე დარჩა და შემდეგ რეალ მადრიდში გადაბარგდა, სადაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა და 6 თვეში ის გუნდიდან გაუშვეს.

სხვა სტატიები