ბუენოს-აირესის უნივერსიტეტმა მესის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ლიონელ ანდრეს მესი, მორიგ ისტორიულ აღიარებას იღებს. არგენტინის ყველაზე პრესტიჟულმა და უმსხვილესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ბუენოს-აირესის უნივერსიტეტმა (UBA), მიიღო გადაწყვეტილება, რომ 39 წლის ვარსკვლავს თავისი უმაღლესი აკადემიური ჯილდო - საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭოს.
🚨🚨. BREAKING
— Barça Worldwide (@BarcaWorldwide) September 30, 2026
LIONEL MESSI WILL RECEIVE THE HIGHEST HONORARY DEGREE FROM ARGENTINA'S BIGGEST UNIVERSITY!
The University of Buenos Aires (UBA) has named Messi a Doctor Honoris Causa, its highest honorary title.
He will receive the award on Tuesday, before his farewell match… pic.twitter.com/dx9I1uQ44I
საზეიმო ცერემონია 2 ოქტომბერს გაიმართება. უშუალოდ არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მესის გამოსამშვიდობებელ მატჩამდე, სადაც „ალბისელესტე“ ბენინის ნაკრებს დაუპირისპირდება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს ჯილდო ლეოს არა მხოლოდ სპორტულ მიღწევებსა და მსოფლიო ჩემპიონობას უკავშირდება, არამედ მის უდიდეს სოციალურ გავლენას, ქველმოქმედებასა და არგენტინული კულტურის გლობალურ პოპულარიზაციას უსვამს ხაზს.
საინტერესოა, რომ ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი (UBA) სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სასწავლებელია, რომელმაც ნობელის პრემიის 5 ლაურეატი და არგენტინის მრავალი პრეზიდენტი აღზარდა. სპორტსმენისთვის ასეთი დონის აკადემიური წოდების მინიჭება უპრეცედენტო მოვლენაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მესის ფენომენი დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი ფეხბურთელის ჩარჩოებს.
არგენტინელი გულშემატკივრებისთვის ეს კვირა განსაკუთრებით ემოციური იქნება - ეროვნულ ნაკრებში გატარებული ეპოქალური კარიერის, მსოფლიო ჩემპიონობისა და ორი კოპა ამერიკის თასის მოგების შემდეგ, ლეო მესი მშობლიურ პუბლიკასთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას სწორედ „დოქტორის“ რეგალიით შეხვდება.