ბრუნო ფერნანდეშის ისტორიული მიღწევა ნოტინგემ ფორესტთან და 3 ქულა
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის ბოლოსწინა 37-ე ტურის შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა ნოტინგემ ფორესტი 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ბრუნო ფერნანდეშმა მიმდინარე მე-20 საგოლე გადაცემა შეასრულა და ისტორიული მიღწევა დააფიქსირა, პორტუგალიელმა ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინეს რეკორდი გაიმეორა.
მომდევნო, ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა ბრაიტონის წინააღმდეგ უნდა გამართოს ბრუნო ფერნანდეშს რეკორდის დამხობის შანსი ექნება.
ამჟამად, მანჩესტერ იუნაიტედი 68 ქულით მე-3 პოზიციაზეა (19 მოგება, 11 ფრე, 7 მარცხი). ბრუნო ფერნანდეშს კი 8 გოლი და 20 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
A three-point Sunday at Old Trafford! ✅
— Manchester United (@ManUtd) May 17, 2026