Belive

ბენფიკას ვეტერანი ფეხბურთელი 43 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლისაბონის ბენფიკასა და არაერთი სხვა ევროპული კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, 43 წლის ემანუელი, იგივე მანუ, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

სავალალო შემთხვევა პორტუგალიის დედაქალაქის გარეუბანში, ქალაქ ვერმოინსში მოხდა. ბენფიკამ ოფიციალურად დაადასტურა ყოფილი ფეხბურთელის ნაადრევი გარდაცვალება და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

ლისაბონური გუნდის შემადგენლობაში მან 16 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ზოგადად, ემანუელის საფეხბურთო გეოგრაფია რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. კარიერის განმავლობაში ის ისეთი გუნდების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა: მარიტიმუ, ალვერკა, ესტრელა, ათენის აეკი და ვარშავის ლეგია.

ევროპული ჩემპიონატების გარდა, ფეხბურთელს ჩინეთის ლიგაში თამაშის გამოცდილებაც ჰქონდა. მანუმ პროფესიონალური კარიერა 2019 წელს დაასრულა,