Belive

ბარსელონამ ხულიან ალვარესის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ ღიად დაადასტურა, რომ კატალონიური კლუბი მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შეძენის თაობაზე უარის თქმას არ აპირებს. ლაპორტას განცხადებით, „ბლაუგრანა“ მზადაა ტრანსფერის განსახორციელებლად, თუმცა პროცესს მადრიდელების მიმართ მაქსიმალური პატივისცემით ეკიდება.

„ჩვენ კვლავ ძალიან დაინტერესებულები ვართ ხულიან ალვარესით. გვსურს, რომ ჩვენი წინადადება მიიღონ და ამას მადრიდის ატლეტიკოს მიმართ უდიდესი პატივისცემით ვაკეთებთ.

იცოდნენ, რომ თუ ისინი მზად იქნებიან ფეხბურთელი ამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდონ, ჩვენ მზად ვიქნებით მის შესასყიდად - იმ პირობით, თუ შეთანხმებას მივაღწევთ იმ წინადადების ირგვლივ, რომელიც მათ უკვე გავუგზავნეთ.

ვენ უდიდეს პატივს ვცემთ „ატლეტიკოსა“ და მის ხელმძღვანელობას, რომლებსაც მრავალი წელია ვიცნობთ, ამიტომ გაგზავნილი წინადადება მიგელ ანხელ ხილთან პირადი სატელეფონო საუბრითაც დავადასტურე." - ჟოან ლაპორტა

ლაპორტამ ხაზი გაუსვა ორ კლუბს შორის არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ ოფიციალური შეთავაზება პირადი ზარითაც დაადასტურა.

ხულიან ალვარესის ირგვლივ ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც არგენტინელმა ატლეტიკოში თამაშზე უარი თქვა და გუნდის ვარჯიშიც კი გამოტოვა. ახლა კი, როდესაც ბარსელონამ ინტერესი საჯაროდ დაადასტურა, ტრანსფერი კულმინაციურ ფაზაში შედის.

სხვა სტატიები