ავადმყოფობა თუ პროტესტი? | ხულიან ალვარესი მადრიდის ატლეტიკოში კვლავ დაპირისპირების ცენტრშია
ხულიან ალვარესის გარშემო განვითარებული მოვლენები, საფეხბურთო სამყაროში, კვლავ აქტუალურია. მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი თავდამსხმელი, საკუთარ გუნდთან ერთად, უკვე მეორე დღეა რაც არ ვარჯიშობს. მიზეზად, ერთი შეხედვით, ავადმყოფობა სახელდება.
ატლეტიკომ ლა ლიგის ახალი სეზონი მალაგას წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებით გახსნა. მეორე ტურში კი, ვილიარეალთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრაში კი, ალვარესი, რომელიც მოედანზე შეცვალზე შევიდა, საკუთარი გულშემატკივრების მხრიდან, სტვენისა და შეძახილების მსხვერპლი გახდა.
ალვარესთან დაკავშირებით, საბოლოო სურათი 1 სექტემბერს გახდება ცნობილი, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურება. მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ალვარესმა გუნდის დატოვების სურვილი ღიად გამოთქვა, რამაც მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა გააღიზიანა.
ფეხბურთელის პირველი არჩევანი ბარსელონა იყო, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ატლეტიკოს მფლობელების აზრი ყველასთვის ცნობილია. ესპანური გამოცემის, Marca-ს ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ერთადერთი გუნდი, რომელშიც არგენტინელის ხილვაა შესაძლებელი, ლონდონის არსენალია. ატლეტიკო ლა ლიგის შემდეგ ტურში, სტუმრად, "სანჩეს პისხუანზე", სევილიას დაუპირისპირდება. ალვარესის მონაწილეობა კი, კვლავ კითხვის ნიშნიშ ქვეშაა.
🚨🇦🇷 Julián Álvarez has missed training for the second consecutive day.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 27, 2026
Álvarez has told the club that he “feels unwell and unable to train with the group”, reports @medinamarca. pic.twitter.com/xwgsAu5UHj