ატლეტიკოს მკაცრი განცხადება | "ბარსელონამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ალვარესს იქ არ გავუშვებთ"
მადრიდის ატლეტიკოსა და ბარსელონას შორის ურთიერთობა სატრანსფერო ბაზარზე საბოლოოდ დაიძაბა. მადრიდული კლუბის დირექტორთა საბჭომ ოფიციალური განცხადება გავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბი კატეგორიულად ამბობს უარს ხულიან ალვარესის ტრანსფერზე კატალონიურ გრანდთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოებაზე. ეს გადაწყვეტილება მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ ერთსულოვნად მიიღო.
ამის ფონზე, ალვარესის წასვლის ერთადერთ რეალურ მიმართულებად ლონდონის არსენალი რჩება. ატლეტიკო ფეხბურთელის გაყიდვას მხოლოდ ინგლისურ გრანდში განიხილავს, თუმცა ითხოვს 150 მილიონ ევროს - თანხას, რომლის გადახდაც „მეთოფეებს“ ამ ეტაპზე უჭირთ. მადრიდულ კლუბში იმედოვნებენ, რომ ალვარესი შექმნილ სიტუაციას გაიგებს.
„მადრიდის ატლეტიკოს დირექტორთა საბჭოს წევრებმა ერთსულოვნად გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა კლუბის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბარსელონასთან ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ გაიმართება.
ატლეტიკო ღიაა სტანდარტული სატრანსფერო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს ყოველთვის ეთიკურ, პროფესიონალურ და კლუბებს შორის პატივისცემაზე დაფუძნებულ ჩარჩოებში უნდა ხდებოდეს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პოზიციას, რომ ბარსელონამ ეს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც მათთან მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც მომავალში შედგება.
დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ფეხბურთელი გაგებით მოეკიდება ამ გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად კონცენტრირდება მუშაობაზე, რათა დაეხმაროს კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში, როგორც ეს გასული ორი სეზონის განმავლობაში გააკეთა“. - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში
🚨 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Atlético Madrid will NOT negotiate the sale of Julian Alvarez to FC Barcelona.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) August 27, 2026
STATEMENT:
“The members of Atlético Madrid’s Board of Directors have unanimously expressed their full support for the club’s decision not to negotiate the transfer of Julián… pic.twitter.com/p4nmq5Dib6
კატალონიელები არგენტინელი თავდამსხმელის დამატებით სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი და თავად ალვარესის პრიორიტეტსაც სწორედ „კამპ ნოუზე“ გადაბარგება წარმოადგენდა. თუმცა, ატლეტიკოს ეს მკაცრი პოზიცია შიდა კონკურენტის დაუხმარებლობის სურვილთან ერთად ბარსელონას მხრიდან ფეხბურთელის ზურგსუკან წარმოებულ ფარულ მოლაპარაკებებს უკავშირდება, რამაც მადრიდელთა განრისხება გამოიწვია.