ასიმ მადიბო ფიფამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
კატარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ასიმ მადიბო ფიფამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მან მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრაში კანადის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ისმაელ კონეს ფეხი მოტეხა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. აღნიშნულ მატჩში კანადამ კატარი 6:0 დაამარცხა.
კატარმა უკვე ჩაატარა თავისთვის ბოლო მატჩი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინი ბოსნია ჰერცოგოვინასთან 1:3 დამარცხდნენ და ტურნირზე ასპარეზობას გამოეთიშნენ. მათ მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს, რომელიც შვეიცარიასთან მოიპოვეს (1:1).
Auteur d'une faute grossière sur Ismaël Koné, qui lui a valu un carton rouge lors du match de la 2e journée de la Coupe du monde entre le Canada et le Qatar (6-0), Assim Madibo a écopé d'une suspension de cinq matches de la part de la FIFA. ➡️ https://t.co/tkNKP0P9o0 pic.twitter.com/pW3cMkGZzx
— L'Équipe (@lequipe) June 25, 2026
საინტერესოა, რომ კატარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ბოსნია ჰერცოგოვინასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს წითელი ბარათი არ იყო:
დამიჯერეთ, მე გადავხედე გამეორებას და ეს წითელი ბარათი არ იყო, ეს კონესთვის ძალიან სამწუხარო სიტუაცია იყო, მაგრამ ეს წითელი ბარათი არ გახლდათ... სწორედ ამიტომ აჩვენა თავდაპირველად მსაჯმაც ყვითელი ბარათი. - ხულენ ლოპეტეგი - კატარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
წითელი ბარათის ეპიზოდი: