Belive

არეულობა სენეგალის ნაკრებში | მთავარი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

სენეგალის ნაკრებში პაპ ტიავუს ერა ოფიციალურად დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბელგიასთან დრამატული მარცხის (სადაც სენეგალი მატჩის ბოლომდე იგებდა, თუმცა ტიავის საკამათო ცვლილებების შემდეგ უპირატესობა გაანიავა და გამოვარდა) და გუნდში ატეხილი სკანდალების ფონზე, ფედერაციამ მწვრთნელი პოსტიდან გადააყენა.

გულშემატკივრებმა მისი გაშვების მოთხოვნით პეტიციაც კი შექმნეს, რომელსაც სულ რამდენიმე საათში 35 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

პაპ ტიავუს თავიდან ალიუ სისეს ასისტენტად მუშაობდა, მანამდე კი ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სენეგალის A' ნაკრებს ედგა სათავეში.

  • დროებითი მწვრთნელი: 2024 წლის ოქტომბერში, ალიუ სისეს წასვლის შემდეგ, მან გუნდი დროებით ჩაიბარა და 4 მატჩში 4 გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდებით 8:0).

  • ოფიციალური დანიშვნა: ამ წარმატებული სერიის შემდეგ, სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ ის 2024 წლის 13 დეკემბერს ოფიციალურად დაამტკიცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

  • აფრიკის თასის ფინალი: მან გუნდი ფინალამდე მიიყვანა მაროკოს წინააღმდეგ, თუმცა ეს მატჩი დიდი სკანდალით დასრულდა. მსაჯის მიერ მაროკოს სასარგებლოდ დანიშნული საეჭვო პენალტის შემდეგ, ტიავუმ პროტესტის ნიშნად ფეხბურთელებს მოედანი დაატოვებინა. მოგვიანებით გუნდი დაბრუნდა, თუმცა ამ ინციდენტმა FIFA-ს წესების გამკაცრებაც კი გამოიწვია.

  • შიდა სამზარეულოს ქაოსი მუნდიალზე: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ტიავს ნორვეგიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრეც კი კონტრაქტი არ ჰქონდა გაფორმებული ფედერაციასთან და საბუთებზე ხელი სასწრაფოდ მოაწერინეს. გარდა ამისა, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ დელეგაციის მხრიდან დისციპლინის დარღვევასა და დიდი თანხების ფლანგვაზე.

ასე და ამგვარად, სენეგალელი მწვრთნელის 2-წლიანი ეპოქა, ეროვნულ ნაკრებში დასრულებულია.

სხვა სტატიები