ანდონი ირაოლა კოდი გაკპოზე - "არავითარი გარანტიები არ არსებობს"
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ განაცხადა, რომ კოდი გაკპოს მომავალთან დაკავშირებით, ვერავითარ გარანტიას ვერ იძლევა. ფეხბურთელით, ტოტენჰემი და მანჩესტერ სიტი კვლავ დაინტერესებულები არიან. Espn-ის ცნობით, ლივერპულსა და გაკპოს მსურველ კლუბებს შორის, ოფიციალური მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა როგორც ტოტენჰემი, ისე სიტი, ნიდერლანდელ ფეხბურთელს აქტიურად აკვირდება. გაკპოს მომავალზე, შესაძლოა ბრედლი ბარკოლას შესაძლო ტრანსფერმაც მოახდიონოს გავლენა. ფრანგი ფეხბურთელი მთელი ზაფხულის განმავლობაში, ლივერპულის ინტერესის ქვეშ იყო წყაროების ინფორმაციით, მის ტრანსფერზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
როგორც იცით, ფლანგზე ფეხბურთელის დამატებას ვცდილობთ. იმ მოთამაშეებზე ვერ ვისაუბრებთ, რომლებიც ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, თუმცა აშკარაა, რომ გუნდის გაძლიერებას ვცდილობთ და იმ პოზიციის შევსება გვინდა, სადაცა საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები არ გვყავს. იმედი მაქვს, მალე კარგი სიახლეები გვექნება, მაგრამ ჯერჯერობით, საქმე ბოლომდე არ მისულა. - განაცხადა ირაოლამ პრესკონფერენციაზე
გაკპომ, პირველ ტურში, ნიუკასლის წინააღმდეგ, ერთი გოლი გაიტანა და კლუბიდან წასვლის სურვილი თავად არ გამოუთქვამს. მაგრამ ბარკოლას ტრანსფერის შემთხვევაში, რომელიც ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ნიდერლანდელი ფეხბურთელი, გარანტირებული სათამასო დროის მოსაპოვებლად, შესაზლოა, სხვა კლუბში გადასვლაზე დაფიქრდეს.
სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ვერავის მომავალზე ვერ მოგცემთ ვარანაირ გარანტიას. როცა აქ მოვედი, მსურდა მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა სატრანსფერო პერიოდი, ვინ დარჩებოდა და ვინ წავიდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ არც ერთ ფეხბურთელზე არ ვიცი რა მოხდება, ვერაფერს დაგპირდებით. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ზუსტად ვიცი, ტუ რომელ ფეხბურთელს გავიფორმებთ ან რომელი დატოვებს გუნდს, მაგრამ ეს ასე არაა. - აღნიშნა ესპანელმა
ლივერპულმა, პირველი შეხვედრა, ნიუკასლის წინააღმდეგ, ფრედ, 2:2 ითამაშა. მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას ენფილდზე, 29 აგვისტოს, ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"When the market is open, you cannot guarantee anything with anyone. You never know who's going to arrive."
— Sky Sports News (@SkySportsNews) August 27, 2026
Liverpool head coach Andoni Iraola on Cody Gakpo's future at the club 🔴 pic.twitter.com/5QdFahQfXf