Belive

ალონსო ჩელსის ახალი მწვრთნელი იქნება!

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

შეთანხმება უკვე მიღწეულია — ჩაბი ალონსო„ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.

44 წლის ალონსო გასული კვირის დასაწყისში ლონდონში იმყოფებოდა და შეთავაზებას დათანხმდა. ოთხწლიანი კონტრაქტი უკვე საბოლოოდ გაფორმებულია. ალონსო თავიდანვე კლუბის მთავარი სამიზნე იყო, თავად მწვრთნელსაც „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა სურდა.

The Athletic-მა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩელსი აქტიურად განიხილავდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც ალონსო როზენიორის მუდმივი შემცვლელი უნდა გამხდარიყო.

ჩელსი როსენიორს 23 აპრილს, ოთხ თვეზე ნაკლები მუშაობის შემდეგ დაემშვიდობა. სტრასბურგის ყოფილი მწვრთნელი გუნდში ენცო მარესკას იანვარში წასვლის შემდეგ მივიდა, თუმცა ზედიზედ ხუთი მარცხის სერიის გამო გაათავისუფლეს.

სეზონის ბოლომდე დროებით მთავარ მწვრთნელად კალუმ მაკფარლეინი დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ FA Cup ფინალში ითამაშა და მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა.