Belive

ალეხანდრო გარნაჩო ჩელსის დატოვებს

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალეხანდრო გარნაჩო ლონდონურ გუნდს დატოვებს. 44 წლის ესპანელმა სპეციალისტის განცხადებით გარნაჩო გუნდის გეგმებში არ შედის.

ხაბი ალონსომ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარნაჩოს წასვლის ამბავი ოფიციალურად დაადასტურა:

ჩვენ ვესაუბრეთ სპორტულ დირექტორებს და მისით არაერთი კლუბია დაინტერესებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ყველასთვის საუკეთესოდ დასრულდება - ხაბი ალონსო - ჩელსის მთავარი მწვრთნელი

ჩელსი ალეხანდრო გარნაჩოს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, ასევე მათთვის საუკეთესო ვარიანტი შესაძლოა იჯარით გაშვება გამოსყიდვის უფლებით იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელის დამატებით რომა და ნაპოლი არიან დაინტერესებულნი, მათ ფეხბურთელის გადაყვანა იჯარით, გამოსყიდვის ოფციით სურთ.