Belive

ვიერი: ,,იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა და გუნდს რონალდუ დატოვებს''

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კრისტიან ვიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ,,იუვენტუსი'' მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, კრიშტიანუ რონალდუ ტურინულ გუნდს დატოვებს:
,,ვფიქრობ, ინტერი იუვენტუსს მოუგებს და ტურინელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. ჩემპიონთა ლიგის გარეშე კი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს დატოვებს და მას ბევრი გაჰყვება. იუვენტუსს სერიოზული ფინანსური პრობლემები ელის. ეს დიდი ჩავარდნა იქნება, გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავა,'' - ვიერის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
კრიშტიანუ რონალდუს ,,იუვენტუსთან'' კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 35 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. სერია ა-ს 36 ტურის შემდეგ ,,ბებერი ქალბატონები'' 72 ქულით ცხრილის მე-5 პოზიციაზე არიან და მეოთხეადგილოსან ,,ნაპოლის'' 1 ქულით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები