Belive

1 მატჩი რეკორდის გამეორებამდე | ესპანეთის ნაკრები ისტორიულ მიღწევას უახლოვდება

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრები ისტორიის წერას აგრძელებს - ბელგიასთან გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, „ფურია როხამ“ თავისი წაუგებელი სერია ზედიზედ 36 მატჩამდე გაზარდა.

ამით ესპანელებმა არგენტინის შედეგი გაიმეორეს და აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც იტალიას ეკუთვნის, სულ 1 მატჩი აშორებთ.

დე ლა ფუენტეს გუნდის გზა რეკორდისკენ 2024 წლის მარტში, ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩში დაიწყო (3:3). ბოლოს ესპანეთმა 2024 წლის 23 მარტს, კოლუმბიასთან წააგო (0:1). მას შემდეგ ევროპის მოქმედი ჩემპიონები პორტუგალიასთან ერთა ლიგის ფინალშიც დამარცხდნენ, თუმცა პენალტების სერიაში.

ესპანელთა შემდეგი გამოწვევა მუნდიალის ნახევარფინალში, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან არწაგებაა - ასეთ შემთხვევაში იტალია ერთპიროვნული რეკორდსმენი აღარ იქნება.

Top 10 - წაუგებელი სერიები სანაკრებო დონეზე:

  1. იტალია - 37 მატჩი, 2018-2021 წლებში

  2. ესპანეთი - 36 მატჩი, 2024 წლიდან -

  3. არგენტინა - 36 მატჩი, 2019-2022 წლებში

  4. ალჟირი - 35 მატჩი, 2018-2022 წლებში

  5. ბრაზილია - 35 მატჩი, 1993-1996 წლებში

  6. ესპანეთი - 35 მატჩი, 2007-2009 წლებში

  7. არგენტინა - 31 მატჩი, 1991 - 1993 წლებში

  8. იტალია - 30 მატჩი, 1935-1939 წლებში

  9. საფრანგეთი - 30 მატჩი, 1994-1996 წლებში

  10. დასავლეთ გერმანია - 23 მატჩი, 1978-1981 წლებში

Image