1 გოლი კრიშტიანუ რონალდუს ისტორიულ შედეგამდე - მბაპე მორიგ რეკორდს უმიზნებს
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში 'სამეფო კლუბი' სტუმრად ტალავერაში ჩავიდა და 2:3 გაიმარჯვა.
მორიგი 2 გოლის გატანა შეძლო კილიან მბაპემ, რომელიც ამ გატანილი გოლებით კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს მიუახლოვდა და საკმაოდ კარგი შანსი დაიტოვა იმისათვის, რომ 'სამეფო კლუბის'' მაისურით ლეგენდარული პორტუგალიელის რეკორდი მოხსნას.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კილიან მბაპეს ერთ კალენდარულ წელიწადში, მადრიდის რეალის მაისურით 58 გოლის დაუგროვდა და კრიშტიანუ რონალდუს 2012 წლის მიღწევა გაიმეორა (58 გოლი), თუმცა CR7-მა, 2013 წელს ეს რეკორდი გააუმჯობესა და ერთ კალენდარულ წელში 59 გოლის გატანა შეძლო, რაც რეალის ისტორიაში საუკეთესო შედეგია - ამ მიზნამდე კი კილიან მბაპეს მხოლოდ 1 გოლი აშორებს.
MOST GOALS FOR REAL MADRID IN A CALENDAR YEAR:
— Madrid Zone (@theMadridZone) December 17, 2025
- Cristiano Ronaldo in 2013: 59 goals
- Cristiano Ronaldo in 2012: 58 goals
- KYLIAN MBAPPE IN 2025: 58 goals (1 game left) pic.twitter.com/51pRzWV1eJ
ასე და ამგავარად, კილიან მბაპეს 1 გოლი აშორებს, რომ 'სამეფო კლუბის' მაისურით მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსიროს, ამისათვის კი მან 20 დეკემბერს, სევილიასთან თავი გოლით უნდა გამოიჩინოს, რადგან 2025 წელს რეალს მეტი თამაში აღარ უწევს.
მბაპეს ახალ 2025/2026 წლების სეზონში რეალის მაისურით 23 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 28 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
რეალისა და სევილიას დაპირისპირება 20 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართება.