Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს ტრავმის გამო ჩაეხსნა

4 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, შანხაის 1000-ქულიან მასტერსზე გამოსვლა, პირველივე წრეში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ადრიან მანარინოს უპირისპირდებოდა - ბასილაშვილმა პირველი სეტი 3:6 დათმო, ხოლო მეორეში, როცა ანგარიში 2:2 იყო, შეხვედრა ტრავმის გამო შეწყვიტა.

ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 წრე გაიარა - ჯერ ამერიკელი ანდრე ილაგანი 3 სეტში - 3:6, 7:6 (7:1), 5:7 დაამარცხა, ფინალში კი კანადელ ლიამ დრაქსლს მოუგო (5:7, 7:5, 6:4).

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 124-ე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები