მარცხი 1 საათსა და 5 წუთში | ბასილაშვილი მონპელიეს შეჯიბრს გამოეთიშა
5 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობდა. ბასილაშვილი 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში იყო და პირველ ეტაპზე იტალიელ, ლუკა ნარდის დაუპირისპირდა, სადაც ძალიან მარტივად, 2-სეტში 3:6; 3:6 დამარცხდა.
33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 27 წუთში, მეორე სეტი კი 38 წუთში დათმო და შეჯიბრს გამოეთიშა, შესაბამსად მას მსოფლიო რეიტინგში ქულები დააკლდება, რადგანაც 2025 წლის მონპელიეს ტურნირზე მან 1/4-ფინალში გასვლა შეძლო, ახლა კი 1/16-ფინალშივე დამარცხდა.
22 წლის იტალიელი ჩოგბურთელი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც ტურნირის მეორე ნომრად განთესილ თანამემამულეს - ფლავიო კობოლის დაუპირისპირდება.