Belive

33 მოგება და 0 მარცხი - ნოვაკ ჯოკოვიჩი პეკინის ტურნირის ფინალშია

20 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პეკინის ტურნირის 1/2-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა დანილ მედვედევი 2-სეტიან დაპირისპირებაში - 7:5, 5:3 დაამარცხა. მატჩი 2:33 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრიდან მოხსნეს რუსი ჩოგბურთელი, ინციდენტი მატჩის მიწურულს მოხდა. მედვედევმა ერთ-ერთი ქულის წაგების შემდეგ ჩოგანი ბურთს გაარტყა და მაყურებელს პირდაპირ თვალში მოარტყა.

ამ დროისთვის მედვედევი მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერია, ჯოკოვიჩი კი მე-11. აღსანიშნავია, რომ პეკინში ნოვაკ ჯოკოვიჩს არასდროს წაუგია, მას აღნიშნულ ტურნირზე კარიერის განმავლობაში 33 მოგება და 0 მარცხი აქვს, ამასთან ერთად სერბი სპორტსმენი 6 ტიტულის მფლობელია.

ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექს დე მინორს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები