Belive

ზვიად კუპატაძე: "სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები - 2:1 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ კომენტარი გააკეთა.
"მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში. მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ", - თქვა ზვიად კუპატაძემ, რომლის სიტყვებსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ციტირებს.
ჯგუფის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.  

სხვა სტატიები